რეზონანსი
14.03.2026

2008, მანამდე 2007, 2011 წელს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას, პარლამენტის დონეზე რომელსაც წარმოვადგენდი, ჰქონდა პრობლემები დასავლეთთან ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით - სასამართლოს დამოუკიდებლობა, ოპოზიციასთან ურთიერთობა, ზუსტად ის პრობლემებია, რატომაც საბოლოო ჯამში ურთიერთობები იყო არც თუ ისე კარგი, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ილიაუნის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, დასავლეთთან ახლა ეს პრობლემები „ქართულ ოცნებას“ გაუჩნდა.

„ეს პრობლემები ახლა თქვენ გაგიჩნდათ ამ დასავლეთთან, ისინი თანმიმდევრულები არიან და თქვენ სხვაში ეძებთ მიზეზებს. მოსკოვის მექანიზმი არის ამის მაგალითი. მგონი სალაპარაკო ის არის, რა ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს ამ ანგარიშს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×