რეზონანსი
14.03.2026

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერი ისევ აქტიურია, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ.

როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა მედიასთან განაცხადა, სიტუაცია უცვლელია, აქტიურია მეწყრული პროცესები, დაზიანებულის ელექტროგადამცემი ხაზები, 10-ზე მეტი სახლია დანგრეულია.

„ადგილზე მუშაობს გეოლოგების ჯგუფი. ამ დრომდე რჩება ეს ზონა მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად, ამიტომ იქ გადაადგილება აკრძალულია. ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზის კონკრეტული ეს მონაკვეთი დაკეტილი ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის. საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ჩვენ გვქონდა კონტაქტი მოსახლეობასთან, აქტიურ რეჟიმში გვაქვს მათთან კომუნიკაცია, მოხდა აღწერა მათი პირველი საყოფაცხოვრებო საჭიროებების და უახლოეს პერიოდში დავაკმაყოფილებთ“, - განაცხადა კუბლაშვილმა.

სოფელ კურსებში, გოგოლაშვილებისა და ბეროძეების უბანში, 12 მარტს, გამთენიისას განვითარებული მეწყრული მოვლენების შედეგად, ათზე მეტი სახლი დაინგრა, 45 ოჯახი კი სასტუმროებში, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მეწყერმა დააზიანა სოფელში არსებული სასაფლაო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×