რეზონანსი
14.03.2026

პატიმრების კვებაზე ახალი კომპანია იზრუნებს - „რადიო თავისუფლების“ მიერ მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ, სკანდალში გახვეული კომპანია ციხეებს ჩამოაშორეს. „ილი ჯგუფს“ კონტრაქტი გაუწყვიტეს და სასწრაფო წესით შემცვლელი კომპანია მოძებნეს. 

ხოჭო ხაჭაპურში, მატლები პაშტეტში, გაურკვეველი ხორცი და არასაკმარისი ულუფები - 4 მარტს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში, „რადიო თავისუფლებამ“ გაასაჯაროვა პენიტენციური სამსახურის კვების ინსპექტირების კომისიის დამალული მასალები, რომლებშიც აღწერილი იყო, რომ კომპანია „ილი ჯგუფი“ პატიმრებს 6 წლის განმავლობაში უხარისხოდ კვებავდა.

იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია „ილი ჯგუფთან“ სასამართლო დავას აანონსებს და ამბობს, რომ ამ აღნიშნული კომპანია ხშირად არღვევდდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

„უწყებამ ამ კომპანიასთან 11 მარტს შეწყვიტა ხელშეკრულება. ამ კომპანიასთან ჩვენ გარკვეულწილად გართულებული გვქონდა ურთიერთობა. ისინი ხშირად არღვევდნენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, რაზეც ხდებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან შესაბამისი რეაგირება, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით. ხდებოდა ასევე პირგასამტეხლოს დარიცხვა. სავარაუდოდ ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც პირგასამტეხლოთი არის გათვალისწინებული. მათთან ხელშეკრულება შეწყდა. დღესი მდგომარეობით მოხდა ბაზრის კვლევა და გამოვლენილ იქნა ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც დაიდო ხელშეკრულება რამდენიმე თვით, რა პერიოდშიც უკვე გამოცხადდება ტენდერი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორ ნაწილად გავყოთ ეს ტენდერი და აღმსოავლეთ და დასავლეთ საქართველოზე გადავანაწილოთ. შესაბამიად, იმედი გვაქვს, რომ ორი სხვადასხვა კომპანია გაიმარჯვებს. ხელს შევუწყობთ უფრო კონკურენციას და ეს მომავალში გადაგვაზღვევს ისეთი შემთხვევებისგან, რაც „ილი ჯგფთან“ ჰქონდა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ახალი ხელშეკრულება და ახალი ტენდერით გამოვლენილი პირები უფრო პასუხსიმგებლობით მოეკიდებიან საქმეს“, - განაცხადა პაატა სალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×