რეზონანსი
14.03.2026

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, როდის შეძლებს აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში ტანკერების ესკორტირებას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „ეს ძალიან მალე მოხდება“.

მისი თქმით, ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ისა და ისრაელის მიზნები „ოდნავ განსხვავებულია“.

„ვფიქრობ, შეიძლება ისინი ოდნავ განსხვავებული იყოს. ის [ისრაელი] ჩვენგან განსხვავებული ქვეყანაა“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ირანს შეთანხმების მიღწევა სურს“: „ფეიკ ნიუსს“ მედია არ აშუქებს, თუ რამდენად კარგად იმუშავა აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ, რომელიც ბოლომდე დამარცხებულია და შეთანხმების მიღწევა სურს, მაგრამ არა ისეთი შეთანხმების, რომელსაც მე მივიღებდი“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×