რეზონანსი
14.03.2026

რუსთავში არასრუწლოვნებს შორის კამათის დროს 2 მოზარდი დაჭრეს. "ინფო რუსთავის" ცნობით, XXI მიკრორაიონში, 22-ე სკოლის ეზოს ტერიტორიაზე მოზარდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და 2 არასრულწოვანის დაჭრით დასრულდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

დაჭრილები "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს, პაციენტებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

არსებული ინფორმაციით პოლიციამ მოახდინა დამნაშავის იდენტიფიცირება და ის უკვე მხილებულია.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×