რეზონანსი
13.03.2026

ისინი ისეთ საქმეში იღებენ ფულს, რომელიც არის პირდაპირ მტრული საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, არ აწყობთ, რომ ასეთი საქმიანობა იყოს გამომჟღავნებული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა მდიდარ NGO-ებზე საუბრისას.

„იქიდან გამომდინარე, რომ მათ გვერდი აევლოთ კანონისთვის და ელემენტარული, რასაც ეს კანონი ითხოვდა, დეკლარაციის შევსებას, სურდათ, ეს აეცილებინათ თავიდან. ისინი ისეთ საქმეში იღებენ ფულს, რომელიც არის პირდაპირ მტრული საქმიანობა ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, არ აწყობთ, რომ ასეთი საქმიანობა იყოს გამომჟღავნებული. ამ შემთხვევაში დონორი ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, ფულს არ ჩაურიცხავენ და ფულის გარეშე დარჩებიან.

ჩვენ გამკაცრებული გრანტების შესახებ კანონით ეს ე.წ. შავი ხვრელიც ამოვავსეთ და მოუწევთ ამ რეალობასთან შეგუება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

თინა ხიდაშელი ჩეხეთში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ისევ დუმს. ხელისუფლება გაუმჭვირვალე ფულსა და კანონის გვერდის ავლაზე მიუთითებს.

თინა ხიდაშელმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ ჩეხეთში დაარეგისტრირა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×