
ამ ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ არის შეურაცხყოფა იმ ტრაგედიის, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2008 წელს გამოიარა. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ შექმნილი მექანიზმის მიმართვა დემოკრატიული საქართველოსკენ სხვა არაფერია, თუ არა ისტორიული უსამართლობა და პროცესების სრული გაყალბება, - ასე აფასებს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს.
მისი განცხადებით, ეს არის არა სამართლებრივი დასკვნა, არამედ, "დიფ სთეითის" კონტროლის ქვეშ მყოფი ქვეყნების პოლიტიკური ვერდიქტი, რომელიც წინასწარ იყო დაწერილი, ვინაიდან, მათ სჭირდებათ მორჩილი საქართველო და არა სუვერენული სახელმწიფო, რომელიც საკუთარ კანონებს თავად იღებს.
„მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედება საქართველოს წინააღმდეგ არის აბსურდის თეატრი და სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის მცდელობა.
ორმაგი სტანდარტების საუკეთესო ტრადიციაში, ეს „მექანიზმი“, არ გამოყენებულა მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში (2003-2012) საქართველოში ადამიანის უფლებები მართლა ფეხქვეშ ითელებოდა. ეს ბიუროკრატიული მანქანა გააქტიურეს მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესების და გამჭვირვალობის დაცვას ცდილობს.
ამ ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ არის შეურაცხყოფა იმ ტრაგედიის, რაც ჩვენმა ქვეყანამ 2008 წელს გამოიარა. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ შექმნილი მექანიზმის მიმართვა დემოკრატიული საქართველოსკენ სხვა არაფერია, თუ არა ისტორიული უსამართლობა და პროცესების სრული გაყალბება.
ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა, ეს არის დიფ სთეითის კონტროლ ქვეშ მყოფი 38 ქვეყნის პოლიტიკური ვერდიქტი, რომელიც წინასწარ იყო დაწერილი. მათ არ აინტერესებთ რეალობა - მათ სჭირდებათ მორჩილი საქართველო და არა სუვერენული სახელმწიფო, რომელიც საკუთარ კანონებს თავად იღებს.
როგორ შეიძლება ობიექტური იყოს დასკვნა, რომელიც დისტანციურად, ცალმხრივი ინფორმაციისა და რადიკალური ჯგუფების მესიჯბოქსის მიხედვით იწერება? ეს არის არა ფაქტების დადგენა, არამედ ცრუ იარლიყების მიწებება.
ეს დოკუმენტი არის ჩვეულებრივი მაკულატურა, რომლის ერთადერთი მიზანია ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის ხელშეწყობა და გარედან ზეწოლის გაძლიერება. საქართველო არ არის ვინმეს პოლიგონი და მსგავსი აბსურდული მექანიზმებით ჩვენი არჩევანის შეცვლა შეუძლებელია. სუვერენიტეტი ვაჭრობის საგანი არაა!" - წერს ოდიშარია სოციალურ ქსელში.