რეზონანსი
13.03.2026

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკასთან“ ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ექსპერტს საკუთარ დასკვნაში არ გამოუყენებია ინფორმაცია, რომელიც მას შეხვედრების დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

მაშინ, როდესაც 23-მა მონაწილე ქვეყანამ დააყენა ეუთო-ს სახელით „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების საკითხი, იმთავითვე გამოვთქვით ეჭვი, რომ ეს კონკრეტული ქვეყნების ვიწრო ინტერესებს ემსახურებოდა და ხდებოდა ორგანიზაციის გამოყენება ერთგვარად საქართველოს წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ სრულად აჩვენა ღიაობა მაშინ, როდესაც ანგარიში მზადდებოდა, ანგარიშის მომზადების პროცესში ექსპერტი იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა მას არც შეხვედრების დროს მიღებული ინფორმაცია გამოუყენებია დასკვნების გასაკეთებლად და არც საკმაოდ დიდი მასალა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარუდგინეს“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებას „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ და „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონების გაუქმებას სთხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×