რეზონანსი
13.03.2026

რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს - ადგილზე, ამ წუთებში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც „ტვ პირველმა“ გაარკვია, საქმეში ფიგურირებს იარაღი - ქალს ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით სკოლაში წავიდა, თუმცა გაკვეთილების ჩასატარებლად არ მისულა. „ტვ პირველის“ ინფორმაციით,  უკვე გამოკითხულია იმ სკოლის დირექტორი, სადაც გარდაცვლილი გეოგრაფიის პედაგოგად იყო დასაქმებული.

ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ადგილი ჰქონდა მკვლელობას, თუ თვითმკვლელობას.

წყარო: „ტვ პირველი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×