რეზონანსი
13.03.2026

წუ­ხელ ქუ­თა­ის­ში, ბო­მონ­დის კლი­ნი­კა­ში 21 წლის ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი გო­გო­ნა ლიკა ტა­ლა­ხა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­მა ორი კვი­რის წინ სე­ნა­კის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და ქუ­თა­ის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

კლი­ნი­კა „ბო­მონდში” აცხა­დე­ბენ, რომ პა­ცი­ენტს სა­კე­ის­რო კვე­თის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბა ჰქონ­და, რა­მაც მისი და­ღუპ­ვა გა­მო­იწ­ვია. პა­ცი­ენტს კლი­ნი­კო-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­უ­დას­ტურ­და, მწვა­ვე ქი­რურ­გი­უ­ლი პა­თო­ლო­გია, ოპე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას კი გან­ვი­თარ­და გულ-სის­ხლძარ­ღვთა მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა.

„პა­ცი­ენ­ტი ლ. ტ. მიმ­დი­ნა­რე წლის 10 მარტს გად­მოყ­ვა­ნილ იქნა „ბო­მონდში“, რო­გორც მე­სა­მე დო­ნის კლი­ნი­კა­ში, კა­ტას­ტრო­ფის ბრი­გა­დის მიერ, მარ­ტვი­ლის კლი­ნი­კი­დან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. პა­ცი­ენტს 2 კვი­რის წინ სე­ნაკ­ში, ჩა­უ­ტარ­და სა­კე­ის­რო კვე­თა. "კლი­ნი­კა ბო­მონდში” პა­ცი­ენტს ჩა­უ­ტარ­და კვლე­ვე­ბის სრუ­ლი პა­კე­ტი, კლი­ნი­კო-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­უ­დას­ტურ­და, მწვა­ვე ქი­რურ­გი­უ­ლი პა­თო­ლო­გია.

ოპე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გან­ვი­თარ­და გულ-სის­ხლძარ­ღვთა მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, პა­ცი­ენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა კლი­ნი­კა “სე­ნა­მედს“, მათი გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც მათ კლი­ნი­კა­ში სა­კე­ის­რო კვე­თა 21 თე­ბერ­ვალს ჩა­უ­ტარ­და, არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

"პა­ცი­ენ­ტი ჩვენ­თან იყო აღ­რი­ცხვა­ზე. 20 თე­ბერ­ვალს შე­მო­ვი­და სამ­შო­ბი­ა­როდ, 21-ში ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი ჩვე­ნე­ბით სა­კე­ის­რო კვე­თა. ნა­ყო­ფი ნორ­მა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და­ი­ბა­და და პა­ცი­ენტს არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ ჰქონ­და. 1 კვი­რის შემ­დეგ, ნა­კე­რის მო­სახ­სნე­ლად მო­ვი­და, მშვე­ნივ­რად იყო. არა­ნა­ი­რი ჩი­ვი­ლი არ გა­მო­უ­ხა­ტავს.

რა­ტომ აცხა­დებს "ბო­მონ­დი", რომ ოპე­რა­ცი­უ­ლი პა­თო­ლო­გი­ით გარ­და­იც­ვა­ლა, არ ვიცი.

ამას ალ­ბათ სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზა გა­და­წყვეტს. " - გა­ნუ­ცხა­დეს "ამბებს" "სე­ნა­მედ­ში".

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×