რეზონანსი
13.03.2026

რა ვითარებაა სოფელ კურსებში და მოსალოდნელია თუ არა მიწის განმეორებითი ჩამოსვლა - სტიქიის ზონაში ამ დრომდე რჩებიან გეოლოგები. პირველადი დასკვნა უახლოეს დღეებში მზად უნდა იყოს. მეწყერმა სოფელში სრულად გაანადგურა 10 საცხოვრებელი სახლი, ევაკუირებულია 45 ოჯახი. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები და გზები. დაშავებული არავინაა. შექმნილია საგანგებო შტაბი.

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანი მისთვის უახლესი ინფორმაციის გაცნობაა.

„მოსახლეობასთან შეხვედრების მთავარი მიზანი არის ის, რომ გავაცნოთ უახლესი ინფორმაცია, რა ვითარებაა სტიქიის ზონაში. გეოლოგები ეტაპობრივად გვაწვდიან ინფორმაციას და ჩვენც, შესაბამისად, ინფორმირებული გვყავს მოსახლეობა. ბუნებრივიც არის და გასაგებია, რომ მათ აწუხებთ და მაქსიმალურად ოპერატიულად მივაწვდით ყველა სიახლეს. მეორე მიზანი იყო, ჩვენი თვალით გვენახა, რა პირობებში არიან და რაიმე კონკრეტული მოთხოვნა ხომ არ აქვთ მათ, რომელიც დამატებით ჩვენს რეაგირებას საჭიროებს“, - განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის თქმით, სტიქიის ზონაში რთული ვითარებაა.

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყოს. სტიქიის ზონაში კვლავაც რთული ვითარებაა, ადგილზე რჩებიან გეოლოგები, რომლებიც ახორციელებენ მონიტორინგს. ასევე, იქ იმყოფებიან შსს-ს თანამშრომლები და უსაფრთხოების მიზნით იცავენ პერიმეტრს. უნდა დაველოდოთ გეოლოგების დასკვნას, რომლის შემდეგაც, ჩვენთვისაც ცნობილი გახდება, რა დროის შემდეგ შეძლებს მოსახლეობა თავიანთ ტერიტორიებზე შესვლას“, - განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×