რეზონანსი
13.03.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და აცხადებს, რომ ისინი  ტყუილს და არაკომპეტენტურ ინფორმაციას ავრცელებენ.

ანანიძეს  მაგალითად მოჰყავს ოპოზიციის მოთხოვნა, რომ საქართველოს ჰქონდეს მწვავე რეაქცია ირანთან მიმართებაში, ამავდროულად კი ისინი ხალხს ატყუებენ თითქოს რუსეთი ირანში მარცხდება, ამ დროს კი  რუსეთს ნავთობთან დაკავშირებული სანქციები მოეხსნა.

„ოპოზიცია, ომში, ხელისუფლებისგან ითხოვს მწვავე რეაქციებს ირანის მიმართ, რაც ქვეყნისთვის პირდაპირი საფრთხეა. პარალელურად, ოპოზიცია ხალხს ეუბნება - ირანში რუსეთი მარცხდება, რეალურად კი, რუსეთს ნავთობზე სანქციები მოეხსნა და დღეში ასეულობით მილიონ შემოსავალს იღებს. ტყუილი და უმეცრება ოპოზიციის უცვლელი ხაზია!“- წერს ცოტნე ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×