რეზონანსი
13.03.2026

იგივე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ. მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეში, კლინიკაში გადაიყვანეთო და ამ დროს სააკაშვილი კლინიკაში იყო, კარგად ვიცით ქართველებმა ამ ხალხის ზრახვები და მიზნები, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს მმართველ ძალას და ქვეყნის დასაცავად ქართველი ერი უკან დახევას არ აპირებს.

„იგივე ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ე.წ. მოსკოვის მექანიზმს უჭერენ მხარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს დემარშს უცხადებდნენ, სააკაშვილს კლავთ ციხეში, კლინიკაში გადაიყვანეთო და ამ დროს სააკაშვილი კლინიკაში იყო, კარგად ვიცით ქართველებმა ამ ხალხის ზრახვები და მიზნები, გინდ მოსკოვის მექანიზმები მიიღონ და გინდ ბრიუსელის, მითქვამს და ვიმეორებ, ამ ქვეყანას ვეღარ მოაჯდებიან თავზე, არავინ არ აპირებს უკან დახევას, საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტი ვუდგავართ ჩვენს მთავრობას გვერდში ჩვენი პატარა, მაგრამ მრავალჭირნახული ქვეყნის დაცვის საქმეში!“ - წერს ლიზა გეგჭკორი.

ცნობისთვის, ეუთო-მ 12 მარტს გამოაქვეყნა მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, რომლის თანახმადაც საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონების გაუქმების რეკომენდაცია მიეცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×