რეზონანსი
12.03.2026

ევროკავშირმა საქართველოს მთავრობისგან დაპირებები მიიღო, რომ “ჩრდილოვანი ფლოტის” არცერთ ტანკერს ამიერიდან [საქართველოს] პორტებში გაჩერების უფლება არ მიეცემა, გავაგრძელებთ ამ დაპირებების შესრულების ყურადღებით მონიტორინგს. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, შავან მაკგერიმ ბრიფინგზე განაცხადა.

“ნამდვილად, სანქციების მე-20 პაკეტის კონტექსტში, განვიხილავდით ქართული ყულევის პორტის სიაში დამატებას [რუსეთის] “ჩრდილოვანი ფლოტის” გემებთან ინტერაქციებისა და შეშფოთების გამო, რომ შესაძლოა, ის რუსეთის ნავთობის რეექსპორტისთვის გამოიყენებოდეს, რაც, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სანქციებს არღვევს.

ასე რომ, ევროკავშირის სანქციების საკითხში წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს მთავრობისგან რიგი დაპირებები მიიღო, რომ ჩვენთვის შემაშფოთებელი აქტივობები შეწყდება. და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე პირობა დადო, რომ “ჩრდილოვანი ფლოტის” არცერთ ტანკერს ამიერიდან [საქართველოს] პორტებში გაჩერების უფლება არ მიეცემა.

დამატებითი დაპირებები მივიღეთ SOCAR-ისგან. ახსენეთ SOCAR, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი აზერბაიჯანული კომპანია, რომელიც პორტით ოპერირებს.

რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ დაპირებების შესრულების ყურადღებით მონიტორინგს და არ მოგვერიდება ზომების მიღება ნებისმიერი აქტორის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი სანქციების გავლენისთვის აქტიურ ძირის გამოთხრაში შევამჩნევთ,” - განაცხადა მაკგერიმ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×