რეზონანსი
12.03.2026

გვქონდა ორი შეხვედრა, ერთ-ერთი იყო ფრანგ ევროპარლამენტარ ტიერი მარინათან, რომელიც არის საქართველოს და ქართველი ხალხის გამორჩეული მხარდამჭერი, - განუცხადა სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისივე თქმით, მხარეებმა ისაუბრეს იმ მიღწევებსა და რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.

„მარიანის მხრიდან გაჟღერდა კონკრეტული გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთია რას ფიქრობს კონკრეტული ევრო ბიუროკრატი და მეორეა რა სჭირდება ევროკავშირს და ქართველ ხალხს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით გვაქვს სრული თანხვედრა.

საინტერესო საუბარი გამოვიდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობასთან, დავაფიქსირეთ მკაფიო პოზიცია, რომ თუკი გადაიხედება ის სამარცხვინო დათქმები, რომელიც შესწორებების სახით შევიდა შარშან კონკრეტული რეზოლუციის პროექტში, ამ შემთხვევაში გვაქვს სრული მზაობა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ნაყოფიერი საქმიანობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×