რეზონანსი
12.03.2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმიური ინსპექტირებისას თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორი ზ. ჭ. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე.

„გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა; დაბინძურებული ინვენტარი; თევზის გალღობა მიმდინარეობდა რისკისშემცველი მეთოდით. აღნიშნული დარღვევების გამო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით“, – აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×