რეზონანსი
12.03.2026

ავსტრალიამ, იმ დიპლომატებს, რომლებიც მნიშვნელოვან ფუნქციებს არ ასრულებენ, მოუწოდა ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები დატოვონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ დიპლომატებს, რომლებიც მნიშვნელოვან ფუნქციებს არ ასრულებენ მოუწოდეს, ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები დაეტოვებინათ, რადგან რეგიონში უსაფრთოების მაჩვენებელი უარესდება.

"უსაფრთხოების გაუარესების გამო, ავსტრალიის მთავრობამ ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაგზავნილი ავსტრალიელი ოფიციალური პირების ევაკუაციის ბრძანება გასცა, რომლებიც ძირითად საქმიანობას არ ასრულებენ. ავსტრალიელი ძირითადი ოფიციალური პირები, თავიანთ ქვეყნებში დარჩებიან, რათა დახმარება გაუწიონ ავსტრალიელებს", - განაცხადა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×