რეზონანსი
12.03.2026

გასაკვირი არაფერია იმაში, რომ დებატებზე განსხვავებული მოსაზრებები იყო. ევროპა იმისი ევროპაა და დემოკრატია ისაა, რომ ყველა ერთ აზრზე არ და ვერ იქნება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, შარაშიძის თქმით, მის პარტიას სააკაშვილზე არასდროს უთქვამს, რომ ის პოლიტპატიმარია. გიორგი შარაშიძის განმარტებით, პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები არიან ისინი, ვინც სრულიად უკანონოდ იხდიან სასჯელს და ეს ახალგაზრდები უნდა გათავისუფლდნენ.

„რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, პირველივე დღიდან ჩვენც პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას ვაყენებთ, თუმცა სააკაშვილზე არასდროს გვითქვამს, რომ ის პოლიტპატიმარია. პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები არიან ისინი, ვინც სრულიად უკანონოდ იხდიან სასჯელს და ეს ახალგაზრდები უნდა გათავისუფლდნენ. ამისთვის შესაბამისი პროექტიც დამუშავებული გვაქვს, რასაც უახლოეს დღეებში წარვადგენთ. რა თქმა უნდა, „ოცნების“ პირობებში ამ დებატებს აზრი არ ექნება, რადგან „ოცნებამ“ იმდენად ჩაკეტა ევროპისკენ მიმავალი ყველა გზა და ამ ქვეყანას იმდენად აქცევს იზოლაციაში, რომ ზუსტად ამის გამო ამბობს: „ყველა რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს“.  ეს სამწუხარო რეალობაა. „ქართული ოცნებისთვის“ ევროპარლამენტის რეზოლუციებს ჩალის ფასი იმიტომ აქვს, რომ ევროპისკენ აღარ მიდის. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ვიდრე „ოცნება“ ხელისუფლებაში იქნება, სამწუხაროდ, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. „ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სწორედ იმიტომ ამბობს უარს, რომ მას ევროპული ტიპის დემოკრატიის არსებობა არ სურს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×