რეზონანსი
12.03.2026

„პასუხი იქნება იგივე, რომ ჩვენი მხრიდან არ არის არანაირი საფუძველი. არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი, რომ საერთოდ ეს დღის წესრიგში დადგეს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ კითხვის პასუხად, რომ შესაძლოა თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ბერკეტი იყოს გამოყენებული.

ირაკლი კირცხალიას თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ქვეყნის მავნებლების რიტორიკაა.

„ეს არის მავნებლების შეფარული და უკვე ღია მუქარა. აქ, ქვეყანაში შესაძლოა ფიშერის ხელმძღვანელობით და აგენტურის ჩართულობით. ბრიუსელში, პირდაპირი მნიშვნელობით, სხვადასხვა საბჭოთა კავშირის გადმონაშთების რიტორიკა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს და ადამიანებს, რომლებიც წვავენ პოლიციას, ადმინისტრაციულ შენობას, მათ პოლიტპატიმრად რაცხავენ უკვე მერამდენე რეზოლუციასა თუ პოლიტიკურ განცხადებაში. ეს არის მათი მუქარა პირდაპირი მნიშვნელობით. ეს არის შემდეგ ამ მუქარის ქვეშ უტიფარი განცხადებები კანდელაკის მაგვარი ე.წ. პოლიტიკოსების და კანდელაკის მაგვარი აგენტების. რა გვიკვირს, სანამ მოგვცემდნენ ვიზალიბერალიზაციას, დერეფნებში დარბოდა, კაბინეტ-კაბინეტ დარბოდა, როგორმე ეს არ გააკეთოთ, ქართველებს არ მისცეთ ვიზალიბერალიზაცია იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ჩაიწერს ამით ქულასო. ასეთ ბოროტებასთან გვაქვს საქმე.

ჩვენი ქვეყანა მუქარას არ ექვემდებარება, ჩვენი ქვეყანა უსამართლობას არასდროს შეეგუება, ეს ძალიან კარგად იციან და ძალიან კარგად უნდა გაზომონ. რომელ ვიზაზეა საუბარი, ქვეყნის ყოფნა-არყოფნაზეა საერთოდ საუბარი. იდგა და დგას. ამ პოლიტიკის ხელში, რომელი პოლიტიკაც დღეს მძვინვარებს ბრიუსელში, ამათ ხელში დგას დღეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ბრიუსელი ვერ გადაგვიწყვეტს ჩვენ შიდა პოლიტიკას“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×