რეზონანსი
11.03.2026

„პარლამენტის ბოიკოტირება, შემდეგ უკვე არჩევნების ბოიკოტირება, იყო შეცდომა და ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისგან ბევრჯერ გაგიგიათ“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ტატა ხვედელიანის განაცხადა. 

მისივე თქმით, დიალოგი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, მაგრამ ამ დიალოგს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ანგრევს.

„პარლამენტის, შემდეგ უკვე არჩევნების ბოიკოტირება, შეცდომა იყო და ეს ჩვენი პოლიტიკური ძალისგან ბევრჯერ გაგიგიათ. შესაბამისად, განვაახლეთ საპარლამენტო მუშაობა და ვიყენებთ ნებისმიერ მშვიდობიან გზას, რათა შევამციროთ „ოცნების“ ამომრჩეველი. რაც შეეხება სხვა პუნქტებს, რაზეც საუბრობენ ეუთო-ს წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, დიალოგი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობა, რომელიც უნდა დადგეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამ დიალოგს ანგრევს ორი ძალა - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×