რეზონანსი
10.03.2026

გაიმართა შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის აპარატის წარმომადგენლებთან, ასევე ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან, რომელთან საუბრის დროსაც ვისაუბრეთ იმ სექტორული რეფორმების მიმართულებით, რომელზეც აქტიურად მუშაობს საქართველოს ხელისუფლება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისივე თქმით, გენერალური მდივნის აპარატთან შეხვედრაზე დაფიქსირდა მზაობა ურთიერთობების თვისებრივად განახლებასთან დაკავშირებით.

„ჩვენი დელეგაციის მხრიდან მკაფიო განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი ეს დათქმები, ეს აბსურდული მოთხოვნები გადაიხედება, რაც შეეხებოდა არჩეული ხელისუფლების არ აღიარებას კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომლებიც წარმოდგენილი არიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სრული მზაობა გვაქვს ეს მუშაობა გაგრძელდეს", - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოშია. უმრავლესობის წევრები სამი დღის განმავლობაში ევროპული სტრუქტურის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×