რეზონანსი
10.03.2026

ისრაელის საელჩომ გადაწყვიტა, როგორც ჩანს, რომ ჭკუა გვარიგოს და მორალი გვიკითხოს იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა იცავს, პირველ რიგში, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას და ინტერესებს, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ვერაფრით ეგუებიან, რომ მოქალაქეებისა და ხელისუფლებისთვის, პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებაა მთავარი.

„ისრაელის საელჩომ გადაწყვიტა, როგორც ჩანს, რომ ჭკუა გვარიგოს და მორალი გვიკითხოს იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა იცავს, პირველ რიგში, თითოეული ქართველის უსაფრთხოებას და ინტერესებს. ყველა ელჩს ერთად აქვს გადაწყვეტილი მგონი, რომ რადგან გიჟებივით არ ვიქცევით, თავში გვიტყაპუნოს. ხომ არ იცით რატომ არ უკითხავს იმავე მორალს ისრაელი სომხეთს და აზერბაიჯანს, რომლებმაც პირველებმა გაუგზავნეს ირანს სამძიმრის წერილიც და ხამენეის შვილის დანიშვნის მილოცვაც? ბოლო-ბოლო როდემდე უნდა ჩაგვთვალონ დაბალ ღობედ? შემთხვევით ხომ არ იცით, რით დაგვიდგა 2008 წელს გვერდით უდიდესი საბრძოლო რესურსების მქონე ისრაელი?! შემთხვევით გაყურსული ხომ არ იყო? ვერაფრით ვერ ეგუებიან ტიპები, რომ ჩვენთვის, მოქალაქეებიან ხელისუფლებიანად, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაა მთავარი. თავიანთთვის კარგად ესმით ოღონდ, ჩვენსას ვერ იგებენ მაინცდამაინც", - წერს გიორგი ზერეკიძე.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×