რეზონანსი
10.03.2026

წამოვაყენეთ დიალოგის ნაკლებობის საკითხი პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან, ასევე, ოპოზიციასთან, უნდა გითხრათ, რომ დიალოგის ნაკლებობაა, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის შემდეგ, სამპიეტროს პასუხი ჟურნალისტის კითხვას მოყვა, თუ როგორ შეაფასებს “ქართული ოცნების” ბოლო ქმედებებს, „რამდენადაა მათი ნაბიჯები ანტიდემოკრატიული და ირღვევა თუ არა საქართველოში მოქალაქეების უფლებები“.

“ეს ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი რამ არის - ყველაფერზე საუბარი შეგვეძლოს ყველა აქტორთან და ვეცდები ავხსნა.

[ეუთოს] საპარლამენტო ასამბლეა ბოლო 6-7 თვის განმავლობაში მჭიდროდ მუშაობს საქართველოში ყველა აქტორთან. კონფიდენციალური, ძალიან გულწრფელი საუბარია. რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში დაინახეთ, ამ თვეების მუშაობის შედეგია. შევძელით ოპოზიციის თითქმის ყველა პარტიასთან, მაგრამ ასევე პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და [პარლამენტის] სპიკერთან მუშაობა. შევძელით ყველა საკითხის წამოყენება.

საშუალება მომეცით გითხრათ, რომ წამოვაყენეთ დიალოგის ნაკლებობის, ბოიკოტისა და ძალადობის საკითხები. ეს ორგანიზაცია [ეუთო] ყველანაირ ძალადობას გმობს, მაგრამ დემოკრატიულმა სისტემებმა, ასევე, მოქალაქეების უფლებები უნდა დაიცვან.

და წამოვაყენეთ დიალოგის ამ ნაკლებობის საკითხი პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის სპიკერთან, ასევე, ოპოზიციასთან. და უნდა გითხრათ, რომ დიალოგის ნაკლებობაა”, - განაცხადა სამპიეტრომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×