რეზონანსი
10.03.2026

ნიუ-იორკში, კერ­ძოდ ბრუკ­ლინ­ში, 38 წლის ქარ­თვე­ლი ექი­მი, გუ­რამ შინ­ჯი­კაშ­ვი­ლი ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ოჯა­ხის სარ­ჩე­ნად იყო წა­სუ­ლი, სა­კუ­თარ სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილ­ში (ტრა­ი­ლერ­ში) გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

ახ­ლობ­ლე­ბი­სა და თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა მა­შინ მოხ­და, რო­დე­საც გუ­რა­მი ტვირ­თის დაც­ლას ელო­დე­ბო­და. დი­ლით მან ტრა­ი­ლე­რი ჩვე­უ­ლებ­რივ დატ­ვირ­თა, თუმ­ცა სა­ღა­მოს კავ­შირ­ზე აღარ გა­მო­სუ­ლა. მას შემ­დეგ, რაც დათ­ქმულ დროს ტვირ­თი არ და­ი­ცა­ლა, მე­გობ­რებ­მა მისი ძებ­ნა და­ი­წყეს. მათ სატ­ვირ­თოს შუ­შე­ბი ჩა­ამ­ტვრი­ეს, სა­დაც მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ა­ხლობ­ლე­ბის ვა­რა­უ­დით, გა­დაღ­ლილ მძღოლს რიგ­ში დგო­მი­სას ჩა­ე­ძი­ნა. მან­ქა­ნა­ში ჩარ­თუ­ლი იყო გა­მათ­ბო­ბე­ლი, ფან­ჯრე­ბი კი და­ხუ­რუ­ლი, რა­მაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­გუდ­ვა გა­მო­იწ­ვია.

გუ­რამ შინ­ჯი­კაშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ით ექი­მი სტო­მა­ტო­ლო­გი იყო. ამე­რი­კა­ში 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში, მექ­სი­კის გზით გა­ემ­გზავ­რა და მას შემ­დეგ 4 წელი იქ ცხოვ­რობ­და. „უნი­ჭი­ე­რე­სი ბიჭი იყო, ენაც კარ­გად იცო­და. ოჯა­ხი უნდა შე­ე­ნა­ხა და ამი­ტომ წა­ვი­და...“ - იხ­სე­ნე­ბენ მას ახ­ლობ­ლე­ბი.

გუ­რამს სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­უღ­ლე (ასე­ვე ექი­მი) და 4 წლის შვი­ლი დარ­ჩა. ოჯა­ხის­თვის ეს პირ­ვე­ლი ტრა­გე­დია არ არის - წლე­ბის წინ, გუ­რამს 12 წლის და ლე­ი­კე­მი­ით გარ­და­ეც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­დარს სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, შა­ბათს ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×