რეზონანსი
09.03.2026

"კურიერისთვის" ცნობილი ხდება რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. როგორ "რუსთავი 2-ს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.

"ივანიშვილი უნდა დაემხოს" - ეს განცხადება ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა.

აუდიო ჩანაწერი პროცესიდან ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "კურიერს" დაუდასტურეს, რომ ახალაიას განცხადების შემდეგ გამოძიება დამხობის მოწოდების მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×