რეზონანსი
09.03.2026

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების განცხადებები პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას კიდევ უფრო გააღრმავებს. მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ მსგავს ნაბიჯებს გადადგამს, ეს საბოლოოდ დააჩქარებს მათ დასრულებას და საქართველოში დემოკრატიული მმართველობის აღდგენის პროცესს. 

"ქართული ოცნება" არის უკიდურეს ჩიხში. ჩვენ ვხედავთ ისინი როგორი სასოწარკვეთილები ცდილობენ, დაარწმუნონ, პირველ რიგში, საკუთარი მომხრეები, რომ თითქოს რაღაც რესურსი აქვთ, რომ გამოვიდნენ საერთაშორისო იზოლაციიდან. თუ ისინი გააგრძელებენ ამ სისულელეების კეთებას და მათ შორის პოლიტიკური პატრიების აკრძალვის სისრულეში მოყვანასაც გეგმავენ, ეს მხოლოდ გააღრმავებს მათ საერთაშორისო იზოლაციას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ დააჩქარებს იმას, რაც ისედაც გარდაუვალია ჩვენს ქვეყანაში და ეს აის "ქართული ოცნების" დასრულება და ქვეყანაში დემოკრატიული მართის სისტემის აღდგენა რაც შეიძლება სწრაფად, - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

ოპოზიციის გაერთიანების ფონზე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ოცნებამ" შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი გადაამუშაოს და მასში დამატებით ის პოლიტიკური პარტიებიც შეიყვანოს, რომლებიც მისი თქმით, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთიან პოზიციას გამოხატავენ. საუბარია ასაკრძალ პარტიათა სიაზე.

კობახიძე ამბობს, რომ საკითხზე იმუშავებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×