რეზონანსი
08.03.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი „დიდხანს ვერ გაძლებს" მისი თანხმობის გარეშე.

„მას ჩვენგან თანხმობა მოუწევს", - განუცხადა ტრამპმა ABC News-ს ინტერვიუში და დასძინა:

"თუ ის ჩვენგან თანხმობას არ მიიღებს, დიდხანს ვერ გაძლებს".

ცნობისთვის, ტრამპმა მანამდეც განაცხადა, რომ სურს მონაწილეობა მიიღოს ირანის შემდეგი ლიდერის შერჩევაში.

„ჩვენ გვინდა ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც მათ ქვეყანას ომში არ შეიყვანს", - განუცხადა მან ჟურნალისტებს შაბათს.

უფრო ადრე ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ ღია იყო ირანში რელიგიური ლიდერის ყოლისთვის.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის ეს ადამიანი. რელიგიური ლიდერები არ მაწუხებს. ბევრ რელიგიურ ლიდერთან მაქვს ურთიერთობა და ისინი ფანტასტიკურები არიან", - აღნიშნა მან გასულ კვირას

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×