რეზონანსი
08.03.2026

გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ არ არის მხოლოდ ერთ, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე საუბარი. აქ არის მთელი სპექტრი საკითხების, რომელიც შეიძლება, განხილული იქნეს, როგორც დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ნინო ლომჯარიას გერმანიის ელჩთან დახურულ შეხვედრაზე საუბარისას.

„არ არის ნათქვამი, ზოგადად, არ არის გამჭვირვალე, რა შეხვედრები ტარდება და ეს ხომ ბოლო შეხვედრა არ არის - რეალურად, იყო დახურული შეხვედრები. ლომჯარია გამოიპარა იქედან, გამოაპარეს, არ ამბობს, რაზე ისაუბრეს.

რასაკვირველია, ჩვენ ყველას, მთელს საზოგადოებას გვაქვს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ არ არის მხოლოდ ერთ, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების თემაზე საუბარი. აქ არის მთელი სპექტრი საკითხების, რომელიც შეიძლება, განხილული იყოს, როგორც დივერსია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ლომჯარია არ არის ერთადერთი, ვინც ამ საქმიანობაშია ჩართული", - განაცხადა ვოლსკიმ.

„ქრონიკის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ კადრებში კარგად ჩანს ყოფილი სახალხო დამცველის გადამალვის ფაქტი, სადაც ჩანს გერმანიის ელჩის მანქანა და ლომჯარიას ავტომობილი, ასევე ისიც, თუ როგორ ცვლიან ადგილებს საელჩოს თანამშრომელი და ლომჯარია. „ქრონიკის" ინფორმაციით, გერმანიის საელჩოში გამართულ ფარულ შეხვედრაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი განიხილებოდა. საელჩო და ლომჯარია „ქრონიკის" კითხვებს მესამე დღეა, არ პასუხობენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×