რეზონანსი
08.03.2026

ორსათიანი გამოკითხვის შემდეგ, „სოვლაბის“ დამფუძნებელმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს კითხვები იმ კვლევასთან დაკავშირებით ჰქონდათ, რომლის თანაავტორიც თავად არის. მისი თქმით, გამომძიებლებს აინტერესებდათ, რატომ დაემთხვა აღნიშნული კვლევის გამოქვეყნება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს.კანდელაკის განცხადებით, კვლევა ეხება საქართველოში ირანის გავლენასთან დაკავშირებულ საკითხებს და, მისი შეფასებით, ეს პრობლემა ქვეყანაში უკვე დიდი ხანია არსებობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შესაძლო საფრთხეებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

„ფაქტია, რომ პრობლემაა. საქართველოს აქვს დიდი პრობლემა. ეს პრობლემა, უბრალოდ, ახლა უფრო ხილული გახდა. როცა ეს ალ მუსტაფას უნივესრიტეტი, რომელიც არის ტერორიზმის გამო სანქცირებული, აი, მაგალიტად, ალ მუსტაფას უნივერსიტეტში მუშაობს ხალხი, ვინც ინტერპოლის წითელი ცირკულარზე არიან ირანში ოღონდ, მაგრამ აქედან ხო მიდიან სტუდენტები იქ? მერე რას სწავლობენ, რას უდებენ თავში? ვიცით, რაც არის ირანის ისლამური რესპუბლიკის გაცხადებული პოლიტიკა, იმას უდებენ. ფაქტია, რომ ეს არის ძალიან შორს წასული, ფაქტია, რომ ამ ამბებში არის ჩაბმული, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე და თუკი ამ კვლევის შემდეგ უფრო ექნება რეაგირება სახელმწიფოს და რამე მაინც გაკეთდება, რომ ეს საფრთხე შემცირდეს, მაშინ მისასალმებელია“, - განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×