რეზონანსი
07.03.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძე საქართველოში არ იმყოფება.

როგორც სუს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, როგორც კი გივი თარგამაძესთან კომუნიკაცია შედგება, აცნობებენ, რომ ის გამოკითხვაზეა დაბარებული.

„ჯერჯერობით ტელეფონი გამორთული აქვს, თუმცა „როუმინგი“ და ინტერნეტი პოლონეთშიც არის და უკრაინაშიც. როგორც კი ტელეფონს ჩართავს, პირადად შევატყობინებთ, რომ გამოკითხვაზეა დაბარებული“,- აცხადებენ სუს-ში.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს, თუმცა სუს-ში განაცხადეს, რომ თარგამაძეს ვერ დაუკავშირდნენ, რადგან „ტელეფონი გათიშული აქვს“.

„იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ მას, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“,- განაცხადეს სუს-ში.

ცნობისთვის, გივი თარგამაძის გარდა გამოკითხვაზე დაბარებული არიან თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი. ისინი გამოიკითხებიან სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×