რეზონანსი
07.03.2026

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, თინა ხიდაშელი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრთან ზარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან რამდენიმე წუთის წინ შევიდა. ხიდაშელი მდინარაძის უწყებაში მისვლას არ აპირებს და მზადაა, გამომძიებლების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხოს, - წერს გამოცემა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ მდინარაძის უწყებიდან გუბაზ სანიკიძესაც დაურეკეს. ეს ინფორმაციაც „ტვ პირველმა“ გაავრცელა. 

არსებული ინფორმაციით, პოლიტიკოსთან კითხვები მედიაში მის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ აქვთ - საუბარია სანიკიძის მოსაზრებებზე ირანული გავლენების გაზრდის შესახებ საქართველოში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს თქვეს, რომ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიება აქვთ დაწყებული. სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა წინა დღეებში "ოცნების" ლიდერების განცხადებები. კახა კალაძემ საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა თინა ხიდაშელის, გიორგი კანდელაკის და ეკა გიაურის კვლევებით დაინტერესებულიყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×