რეზონანსი
07.03.2026

უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავიანთი ვალდებულებები დაარღვიეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს,  სიტუაციის გამოსწორება უცხოელ დონორებზეა დამოკიდებული და მათ კონსტრუქციული ჩართულობისკენ მოუწოდებს.

„მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები უცხოური პოლიტიკური ხასიათის დაფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში. უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და თავიანთი ვალდებულებები დაარღვიეს. დარღვევებს შედეგები მოჰყვება. სიტუაციის გამოსწორება უცხოელ დონორებზეა დამოკიდებული. მტკიცედ მოვუწოდებთ ამ პროცესში კონსტრუქციული ჩართულობისკენ“, - წერს პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×