რეზონანსი
07.03.2026

ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ცნობით, ქვეყნის ლიდერთა დროებითმა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმები აღარ განხორციელდეს.

„მსურს, რომ ბოდიში მოვუხადო მეზობელ ქვეყნებს, რომლებსაც ირანი თავს დაესხა. ამიერიდან მათზე თავდასხმა არ განხორციელდება, თუ ეს ქვეყნები ჩვენ არ დაგვესხმებიან თავს. ეს საკითხი დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს“, - განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდება „უპირობო დანებების“ შესახებ, „ოცნებას წარმოადგენს“.

„ეს ოცნებაა, რომელიც საფლავში უნდა წაიღონ, თუ ფიქრობენ, რომ ჩვენ უპირობოდ დავნებდებით“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×