
ხუთშაბათს, The Post-თან სატელეფონო ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც მისი თქმით, უსარგებლოები არიან, სასტიკი იერიში მიიტანა, კერძოდ, მან ესპანეთი „დამარცხებულად“ მოიხსენია და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა „უპირობოდ“ უნდა დაუჭიროს მხარი აშშ-ს კამპანიას ირანის წინააღმდეგ.
„ბევრი გამარჯვებული გვყავს, მაგრამ ესპანეთი დამარცხებულია და დიდი ბრიტანეთი ძალიან იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა“, - განაცხადა ტრამპმა The Post-თან სატელეფონო ინტერვიუში. „[ესპანეთი] ძალიან მტრულად არის განწყობილი ნატოს მიმართ“.
„ისინი არ იხდიან თავიანთ გადასახადს - ესპანეთი ერთადერთია, რომელმაც 5%-იანი გადახდის წინააღმდეგ მისცა ხმა და ისინი ძალიან მტრულად არიან განწყობილნი“, - თქვა მან, ალიანსის წევრების ვალდებულებაზე მითითებით, რომ თავდაცვაზე თავიანთი მშპ-ის 5% უნდა გამოყონ.
როდესაც ჰკითხეს Telegraph-ის ცნობებზე, რომლის მიხედვითაც მან კერძო საუბრებში კირ სტარმერსაც „დამარცხებული“ უწოდა, ტრამპმა პირდაპირი პასუხი გასცა. „ვთქვათ ასე - ის უინსტონ ჩერჩილი არ არის,“ - განაცხადა ტრამპმადა ამ კვირის დასაწყისში ნათქვამი ფრაზა გაიმეორა.
ტრამპი იმედგაცრუებულია სტარმერით იმის გამო, რომ აშშ-ს არ აძლევს ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენების უფლებას ირანის წინააღმდეგ ამერიკისა და ისრაელის დაბომბვის კამპანიაში.
„ძალიან იმედგამაცრუებელი იყო მისი მოქმედებები, როცა საქმე ჩვენს ძლიერ თავდასხმას ეხებოდა მტრულ სახელმწიფოზე,“ -აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა: „[სტარმერმა] ყოველგვარი კითხვისა და ყოყმანის გარეშე უნდა მოგვცეს ისეთი რამ, როგორიცაა ბაზები“.
დონალდ ტრამპმა ისიც აღნიშნა, რომ სტარმერის წინააღმდეგობა პენტაგონთან თანამშრომლობაზე მისთვის მოულოდნელი იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დიდი ბრიტანეთი და აშშ ახლო მოკავშირეები არიან. „ჩვენ ნამდვილად უნდა შეგვეძლოს მათზე დაყრდნობა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა. „კირისგან ძალიან გამიკვირდა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ,“ - თქვა მან.