
რა ცხრა პარტია გაერთიანდა, გაჩერდით, ხუმრობთ? ხუმრობთ, მაგრამ შეიძლება, ვიღაცამ სერიოზულად მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ისენი არიან ჩვეულებრივი „ნაცმოძრაობა“, რომელიც თავიანთი პატრონების დაკვეთით სხვადასხვა სახით იყო გაფენილი.
„როგორ შეიძლებოდა, ახალი სახე ყოფილიყო „ნაცმოძრაობის“ გენპროკურორი, ზონდერი მელია და უშიშროების საბჭოს მდივანი ბოკერია თავის მეუღლესთან ერთად? ცუცქირიძე ახალი სახე არისო და კინაღამ მეც შევედი შეცდომაში, ის იყო „ნაცმოძრაობის“ 2008 წლის არჩევნების გამყალბებელი. ეს მწვალებელთა ერთი დიდი პარტიის დანაყოფებია და მათ გაერთიანებას მივესალმები და მადლობას ვუხდი. ვისაც ოდნავ მაინც ეჭვი ეპარებოდა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არიან, ეს ყველაფერი ერთი ერთში ახდა. კითხვა მაქვს: ის ბელადი სად ჰყავთ, თვითმარქვია პრეზიდენტი? რატომ არ არის ჩართული პროცესში, სად არის ქარტია და ხელმოწერები? სად არის ის, რომ ქვეყანას ანგრევდნენ და გადატრიალებას აწყობდნენ? სალომემ არ გაამართლა, მაგრამ ის მზეთუნახავი რატომ ჰყავთ გამოკეტილი? სასაცილო მდგომარეობაში არიან, ვის „აბოლებენ“. რამდენჯერ გაერთიანდნენ და რამდენჯერ დაიშალნენ. ერთი „სტრატეგია აღმაშენებელია“ ახალი სახე პოლიტიკაში და მეორე მე ვარ ჩინეთის იმპერატორი. რაც მთავარია, ჩვენ ქართველმა ხალხმა მოგვცა ლეგიტიმაცია. თუ „ნაცების“ ალიანსი არ გვაღიარებს, ჩვენ ვაღიარებთ მათ, როგორც „კარენოი“ „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.