რეზონანსი
05.03.2026

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ოპოზიციის ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ყურადღებით აკვირდება დონალდ  ტრამპის ადმინისტრაციის მოქმედებებს და აქვს შიში, რომ შესაძლოა საქართველოს საფრთხე დაემუქროს, ვინაიდან, მისი თქმით, როდესაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი დამთავრდება,  ამერიკელები აუცილებლად მოიკითხავენ ვინ რომელ მხარეს იყო და როგორ იქცეოდა ამ პროცესში.

შარმანაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება ყველაფერზე წასვლა სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად.

„რას გვთავაზობს? დავიწყოთ ამ ქალბატონის აზრით ანტიირანული კამპანია სახელმწიფო დონეზე და არაბული ქვეყნების შემდეგ ჩვენი თავი შევთავაზოთ დარტყმისათვის? ასე ყველაფერზე წასვლა შეიძლება სხვების ინტერესების გასატარებლად და საკუთარი კეთილდღეობისთვის? მე არ ვიცი ვის რას შეახსენებს ამერიკა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად შეახსენებს ასეთებს თავის საქციელს“, - წერს შარმანაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×