რეზონანსი
05.03.2026

ირანის დაზვერვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს „სეპარატისტულ დაჯგუფებებზე“, რომლებიც ირანში შეღწევას დასავლეთ საზღვრებიდან ცდილობდნენ. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე დღის წინ ირანის ქურთმა მეამბოხეებმა კონსულტაციები გამართეს აშშ-თან, რათა დაგეგმონ, თუ როგორ შეუტიონ ირანის სამთავრობო ძალებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.

გუშინ საღამოს გაჩნდა ცნობები, რომ ქურთებმა ირანში შეაღწიეს და ოპერაციის განხორციელებას შეუდგნენ, თუმცა მოგვიანებით ოფიციალურმა თეირანმა აღნიშნული უარყო.

ირანის ხელისუფლების განცხადებით, ირანის ძალები „კეთილშობილ ქურთებთან“ თანამშრომლობენ, რათა ჩაშალონ ისრაელ-ამერიკის გეგმა, რომლის მიზანს ირანის ტერიტორიაზე თავდასხმა წარმოადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×