რეზონანსი
04.03.2026

კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის, FIBA-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ევროპული ნაკრებების რეიტინგი, რომელშიც საქართველო 23-ე პოზიციაზეა.

რეიტინგი მსოფლიო ჩემპიონატის თებერვალ-მარტის ფანჯრის მიხედვითაა შედგენილი, სადაც საქართველომ დანიის ნაკრები ორჯერ დაამარცხა. ნოემბრის ფანჯრის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ხუთი საფეხურით წინ წაიწია.

FIBA-ს ტექსტში ვკითხულობთ:

„საქართველო მომდევნო ეტაპზე გავიდა. კარგად გამოიყურება. წინ კიდევ ორი მნიშვნელოვანი მატჩია – უკრაინასთან და ესპანეთთან (ივლისში). რამდენი მოგებით გადავა საქართველო მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ჯერ უცნობია.

ეჭვგარეშეა ერთი რამ – თორნიკე შენგელიას MVP-ს პოტენციალი. მან კიდევ ორი მატჩი ჩაატარა მაღალ დონეზე და კიდევ ერთხელ განიმტკიცა ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი კალათბურთელის სტატუსი ევროპის მასშტაბით. არ შეიძლება, იგი პატივისცემას არ იწვევდეს საქართველოს ნაკრებში თამაშით“.

რეიტინგში პირველ ადგილზეა თურქეთი, მეორეზე – პოლონეთი, მესამეზეა ესპანეთი – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოთხივეს ოთხ-ოთხი მოგება აქ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×