რეზონანსი
04.03.2026

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს, რიადიდან (საუდის არაბეთი) თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისი შესრულდება.

საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები:

რიადი (საუდის არაბეთი) — თბილისი (საქართველო)

04.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით)

მასკატი (ომანის სასულთნო) — თბილისი (საქართველო)

05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით)

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):

ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335

ტელეფონი: +971 2 553 36 83

ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge

საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):

ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071

ტელეფონი: +974 44 739 499

ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×