
საქსტატმა საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ 2025 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, გასულ წელს ქვეყანაში ავტოტრანსპორტის 80.5%-ზე მეტი 10 წელზე მეტი ასაკის იყო, ხოლო 5 წელზე ნაკლები წლოვანების მხოლოდ 3%-ია.
უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 7%-ით (124 321 ერთეულით) გაიზარდა და 1 914 908 ერთეული შეადგინა. აქედან:
10 წელზე მეტი წლოვანების არის 1 541 196 ავტომობილი (80.5%);
5-დან 10 წლამდე - 265 041 ავტომობილი (13.8%);
2-დან 5 წლამდე - 61 335 ავტომობილი (3%);
2 წლამდე - 39 995 ავტომობილი (2%).
ამავე სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების 42% ბენზინზე მუშაობს, 19.5% დიზელზე, თითქმის 10% ბენზინსა და აირზე, თითქმის 10% ჰიბრიდია, ხოლო 0.8% ელექტროავტომობილია.
ამასთან, საქსტატის მიხედვით, გასულ წელს რეგისტრირებული ავტომობილების თითქმის 45% თბილისზე მოდიოდა. კერძოდ, 2025 წელს თბილისში რეგისტრირებული იყო 855 002 ავტომობილი, მეორე ადგილზეა იმერეთი - 213 316 ავტომობილით, ხოლო მესამეზე კახეთი 152 259 კახეთი.