რეზონანსი
04.03.2026

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში შექ­მნი­ლი რთუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამ თე­მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თბი­ლი­სის მერი, კახა კა­ლა­ძეც გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც სტამ­ბო­ლის გავ­ლით თბი­ლის­ში მე­უღ­ლეს­თან და უმ­ცროს შვილ­თან ერ­თად ბრუნ­დე­ბა. მერ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის და აღ­ნიშ­ნა, რომ ომა­ნი­დან და არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი საე­მი­რო­ე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მოყ­ვა­ნა უსაფრ­თხოდ ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

სა­შიშ ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლიც. მან აბუ-და­ბი­ში გა­ტა­რე­ბულ მძი­მე წუ­თებ­სა და სამ­შობ­ლო­ში მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბა­ზე მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა. კო­მენ­ტარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი იშ­ვი­ა­თი ქვე­ყა­ნა აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცია ოპე­რა­ტი­უ­ლად შეძ­ლო:

"ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბო­დით აბუ-და­ბი­ში. ქა­ლაქ­ში სი­ტუ­ა­ცია მშვი­დი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აფეთ­ქე­ბის ხმე­ბი მუდ­მი­ვად გვეს­მო­და. მშვი­დო­ბით დავ­ბრუნ­დით. ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა ვი­ყა­ვით მე მგო­ნი, რო­მელ­მაც მო­ა­ხერ­ხა თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია".

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რე­გი­ონ­ში და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო უწყე­ბა და მთავ­რო­ბა კვლავ გა­ნაგ­რძო­ბენ მუ­შა­ო­ბას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო ტრან­სპორ­ტი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×