რეზონანსი
03.03.2026

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძე პლატფორმა X-ზე წერს.

სამხარაძის შეფასებით, ჰანრაჰანთან „შესანიშნავი საუბარი ჰქონდა".

„შესანიშნავი საუბარი მქონდა ბრენდან ჰანრაჰანთან საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, შუა დერეფანზე/TRIPP-სა და ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე", - წერს სამხარაძე X-ზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აშშ-ში იმყოფება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×