რეზონანსი
03.03.2026

გაიმართება საქართველოს და სომხეთს შორის ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა, შეხვედრას უხელმძღვანელებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები მინისტრებს შორის.

„ასევე დაგეგმილია ჩემი შეხვედრა ჩემს კოლეგასთან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ეს ის ფორმატია, რომლის ფარგლებშიც განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს საკითხებს, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას, სამომავლო პერსპექტივებს და შევაჯამებთ გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოებს", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

3 მარტს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×