
ამერიკის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც საბჭოს სხდომას მოქმედი ლიდერის მეუღლე გაუძღვა.
„ბავშვები, ტექნოლოგია და განათლება კონფლიქტის დროს“, - შეხვედრა მისი ინიციატივით მოიწვიეს. მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ განათლება კონფლიქტების პრევენციის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.
„მშვიდობა არ უნდა იყოს მყიფე. მდგრადი მშვიდობა მიიღწევა მაშინ, როდესაც ცოდნა და გაგება სრულად დაფასდება ჩვენს ყველა საზოგადოებაში. ერი, რომელიც სწავლას წმინდად აქცევს, იცავს თავის წიგნებს, ენას, მეცნიერებას და მათემატიკას, იცავს თავის მომავალს. ინტელექტზე დაფუძნებულ კულტურაში გაზრდილი ბავშვები ავითარებენ თავდაჯერებულობას, ინოვაციებს, ქმნიან, კონკურენციას უწევენ და ინარჩუნებენ ღრმა ღირებულებების სისტემას. მათი ცოდნა ხელს უწყობს სხვების მიმართ თანაგრძნობას, გადალახავს გეოგრაფიას, რელიგიას, რასას, სქესს და ადგილობრივ ნორმებსაც კი“, - განაცხადა მელანია ტრამპმა.