რეზონანსი
03.03.2026

ისრაელის საჰაერო ძალებმა წუხელ თეირანში ირანის ხელმძღვანელობის კომპლექსს დაარტყეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი, თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. თავდაცვის ძალების ცნობით, დაახლოებით 100-მა ავიამოიერიშემ კომპლექსის თავზე 250-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდო.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, კომპლექსში სამიზნე შენობებს შორის იყო ირანის პრეზიდენტის ბიურო, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს შტაბ-ბინა, ტერიტორია, რომელსაც ირანის „ყველაზე მაღალი რანგის ფორუმი“ შეხვედრებისთვის იყენებს, ასევე დაწესებულება, სადაც ირანელ სამხედრო ოფიცრების მომზადება ხორციელდება.

„ტერორისტული რეჟიმის ხელმძღვანელობის კომპლექსი ირანში ერთ-ერთი ყველაზე დაცული აქტივია და თეირანის გულში მრავალ ქუჩას მოიცავს. ტერორისტული რეჟიმის ხელმძღვანელობა და უსაფრთხოების წარმომადგენლები ხშირად იკრიბებოდნენ ტერიტორიაზე და იქიდან, სხვა საკითხებთან ერთად, ირანის ბირთვულ პროგრამასთან და ისრაელის სახელმწიფოს განადგურების გეგმის წინსვლასთან დაკავშირებული სიტუაციის შეფასებას ახდენდნენ“, - აცხადებენ თავდაცვის ძალებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×