
ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალმა“) ლიბანში, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ინფორმაციას ისრაელის მედია, ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე, ისრაელ კაცზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ისრაელის დასახლებების მიმართულებით, პირდაპირი ცეცხლის წარმოების გაუვნებელყოფის მიზნით, პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და მე უფლება მივეცით „ცაჰალს“, ლიბანში შევიდეს, დაიკავოს სიმაღლეები და დაიცვას საზღვრისპირა დასახლებები“, - ციტირებს მედია კაცს.
მისი თქმით, „ცაჰალი“ ლიბანში, „ჰეზბოლას“ სამიზნეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას აგრძელებს.
„ეს ტერორისტული ორგანიზაცია იხდის და გადაიხდის დიდ ფასს ისრაელზე თავდასხმის გამო“, - დასძინა კაცმა.