რეზონანსი
02.03.2026

 ოპოზიციის ნაწილმა ალიანსი შექმნა - რომელი პარტიები შედიან ალიანსში და რა იქნება მათი სტრატეგია?

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წი­ლი ერ­თობ­ლი­ვი ალი­ან­სის შექ­მნი­სა და სა­ერ­თო სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ შე­თან­ხმე­ბის მი­ზა­ნია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის "ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მის" დას­რუ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი კურ­სის აღ­დგე­ნა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ალი­ან­სი რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თად პრინ­ციპს ეყ­რდნო­ბა. მათ შო­რი­საა "ერ­თო­ბა ერ­თფე­როვ­ნე­ბის გა­რე­შე", რაც გუ­ლის­ხმობს, რომ ალი­ან­სში შე­მა­ვა­ლი პარ­ტი­ე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ სა­კუ­თარ იდე­ო­ლო­გი­ურ იდენ­ტო­ბას, თუმ­ცა იმოქ­მე­დე­ბენ ერ­თი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სტრა­ტე­გი­ით. მათი გან­ცხა­დე­ბით, მი­ზა­ნია რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის­თვის იმის ჩვე­ნე­ბა, რომ ისი­ნი წარ­მო­ად­გე­ნენ „ივა­ნიშ­ვი­ლის ოლი­გარ­ქი­უ­ლი და ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მის დე­მოკ­რა­ტი­ულ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას".

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, შე­თან­ხმე­ბის მო­ნა­წი­ლე პარ­ტი­ე­ბი ასე­ვე თან­ხმდე­ბი­ან ქცე­ვის კო­დექსზე, რო­მე­ლიც მათ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის წე­სებ­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გან­სა­ზღვრავს.

"დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის ალი­ან­სი ვთან­ხმდე­ბით სა­ერ­თო სტრა­ტე­გი­ა­სა და მოქ­მე­დე­ბის ერ­თობ­ლივ წე­სებ­ზე და ვა­ცხა­დებთ, რომ ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ სა­ქარ­თვე­ლოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მის­გან, აღ­ვად­გენთ ქვეყ­ნის ევრო-ატ­ლან­ტი­კურ კურსს და უზ­რუნ­ველ­ვყოფთ დე­მოკ­რა­ტი­ულ მმარ­თვე­ლო­ბას, ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის კე­თილ­დღე­ო­ბას.

ჩვე­ნი შე­თან­ხმე­ბა ემ­ყა­რე­ბა შემ­დეგ პრინ­ცი­პებს:

ერ­თო­ბა ერ­თფე­როვ­ნე­ბის გა­რე­შე: ალი­ან­სის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პარ­ტი­ე­ბი ინარ­ჩუ­ნე­ბენ იდე­ო­ლო­გი­ურ იდენ­ტო­ბას, თუმ­ცა თან­ხმდე­ბი­ან ერ­თი­ან საპ­რო­ტეს­ტო მოქ­მე­დე­ბა­სა და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სტრა­ტე­გი­ა­ზე. ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა, რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით ქარ­თველ ხალ­ხს, ისე ქვეყ­ნის გა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­კავ­ში­რე­ებს და­ვა­ნა­ხოთ, რომ წარ­მო­ვად­გენთ ივა­ნიშ­ვი­ლის ოლი­გარ­ქი­უ­ლი და ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მის დე­მოკ­რა­ტი­ულ ალ­ტერ­ნა­ტი­ვას.

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა: პარ­ტი­ე­ბი ვთან­ხმდე­ბით, რომ ავ­ტოკ­რა­ტი­ულ რე­ჟიმს მხო­ლოდ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა და­ა­მარ­ცხებს. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­ვიჩ­ნევთ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში ალი­ან­სი და­ე­ფუძნოს მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ციპ­სა და გარე გავ­ლე­ნე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის გა­მო­ხატ­ვას.

პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კონ­სენ­სუ­სი: მიზ­ნად ვი­სა­ხავთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბით დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თან­ხმო­ბის მიღ­წე­ვას, რათა თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის გზით და­ვა­მარ­ცხოთ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გა­ა­ტა­რებს აუ­ცი­ლე­ბელ რე­ფორ­მებს.

შე­თან­ხმე­ბის მო­ნა­წი­ლე პარ­ტი­ე­ბი ვთან­ხმდე­ბით ქცე­ვის კო­დექსზე, რო­მე­ლიც აწეს­რი­გებს ხელ­მომ­წერ სუ­ბი­ექ­ტებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის წე­სებს და ად­გენს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მათი დარ­ღვე­ვის­თვის.

ოპო­ზი­ცი­ის ალი­ან­სი იბ­რძო­ლებს ბო­ლომ­დე - პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე და თა­ვი­სუ­ფალ, სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბამ­დე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია "ოპო­ზი­ცი­ის ალი­ან­სის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ოპო­ზი­ცი­უ­რი ალი­ან­სი" შედ­გა ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლებს - „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის", „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი", „ფე­დე­რა­ლის­ტე­ბი", „ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია", „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" და „თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი" - შო­რის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×