რეზონანსი
02.03.2026

 

ოპოზიცია ნეპალის სიტუაციაზე ოცნებობდა, თუმცა არც საქართველოს საზოგადოება და არც ხელისუფლება არ იმსახურებს ერთ შეფასებასაც კი, რომელიც მათი პირიდან გვესმის, თითქოს პრორუსული კურსი გვაქვს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საქართველოსთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს სტაბილურობა.

„ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, რომ არც ბირთვულ შეიარაღებას ჰქონდეს განვითარება, ან აღჭურვა, არც ჰეზბოლა და მსგავსი დაჯგუფებები არ უქმნიდეს საფრთხეს სტაბილურობას. ჩვენი ოპონენტები გეგმავენ ისეთ პოლიტიკას და ცდილობენ, რომ განახორციელონ, რომ როგორმე იქნებ საქართველო გახდეს ამ დიდი ქაოსის, დაპირისპირების, ბომბების ცვენის და ცეცხლის ერთ-ერთი ნაწილი.

საგანგებოდ მნიშვნელოვანია ჩვენი კონსულტაციები სომხებთან, აზერბაიჯანელებთან. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა აუცილებლად ერთმანეთის მიმართ პოზიტიური ნაბიჯები უნდა გადადგან, ძალისხმევა გააერთიანონ. ეკონომიკურ ნაწილშიც უნდა შევინარჩუნოთ ზრდის მაჩვენებელი და საგანგებოდ მნიშვნელოვანია სტაბილურობა შევინარჩუნოთ, რათა ბიზნეს ინვესტიციები არ შეწყდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×