რეზონანსი
02.03.2026

„ბიბისის“ ე.წ. ფილმი და რეალურად, პროპაგანდისტური მასალა აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, პოლიტიკური მიზნით იყო შექმნილი. ანალოგიურია „დიფ სთეითისგან“ მართული დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც თავს ესხის არა მხოლოდ თავისუფალ სიტყვას და მედიას, არამედ შეურცხყოფას აყენებს ათასობით ადამიანს, ვინც ამ ტელევიზიებს უყურებს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „მათ შეურაცხყოფას აყენებენ, თითქოს, ვერ არჩევენ, რა არის ფაქტი და რა – პროპაგანდა“.

„იმედი“ და „პოსტივი“ სიმართლეს საუბრობენ, რის გამოც აქვთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, მაგრამ დიდი ბრიტანეთის მხრიდან საქართველოზე თავდასხმას ვხედავთ. ორივე ტელევიზია მუშაობას აგრძელებს, ასეთი თავდასხმები შედეგს ვერ გამოიღებს. 2007 წელს, ეს მედია სააკაშვილმა დაარბია და მაშინ დიდ ბრიტანეთს ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, ახლა კი, თავდასხმებს ახორციელებენ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×