რეზონანსი
02.03.2026

ანალიტიკოსი გია აბაშიძე  სოციალურ ქსელში,  ოპოზიციონერ ვერდენ მაჭავარიანის მიერ „იმედის“ დებატებში მონაწილეობაზე უარის თქმას ეხმიანება და აღნიშნავს: „ გლობალური მიწისძვრების ფონზე, ქარაქუცა ნაცრადიკალებს რომ შევხედოთ, უფრო დამძიმდნენ - დებატებს ითხოვდნენ და ახლა ვერ ბედავენ.“

მისი თქმით,  ურეიტინგო, ნაცპროპაგანდისტულ ე.წ. ტელევიზიებში არ მივლენ უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკოსები.

„გლობალური მიწისძვრების ფონზე, ქარაქუცა ნაცრადიკალებს რომ შევხედოთ, უფრო დამძიმდნენ - დებატებს ითხოვდნენ და ახლა ვერ ბედავენ.

სექტის ერთ-ერთი ტრაგიკომიკური პერსონაჟი, ვარდენ "ნაც"მიხეილის ძე მაჭავარიანი სამი თვის განმავლობაში ტელეკამათში იწვევდა "ქართულ ოცნებას", "იმედმა" მისცა ეს შესაძლებლობა და უარი განაცხადა ბრიტანული სანქციების გამო.

ურეიტინგო, ნაცპროპაგანდისტულ ე.წ. ტელევიზიებში არ მივლენ უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკოსები; მოუწევთ ერთმანეთში ბლა ბლა ტირადები უსამშობლოებს.“ - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×